ე.წ.მოსმენების კანონი მწვანე შუქს უნთებს პირადი ცხოვრების ხელყოფას – ხოშტარია

ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონი მწვანე შუქს უნთებს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას.

”ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან კონსულტაციები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს სერიოზული წუხილი და ჩვენი პოზიცია ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას, ეს კანონის არსებითად არღვევას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ეს კანონი მწვანე შუქს უნთებს საქართველოში პირადი ცხოვრების ხელყოფას, ადამიანების უკანონო მოსმენას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს
შემდეგი სტატიავაშინგტონი გაეროს დაფინანსებას ორჯერ შეამცირებს