ვარშავის აჯანყების მუზეუმში, აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავის აჯანყების მუზეუმში აგვისტოს ომის 10 წლისთავის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმის ეზოში, ქართველ ოფიცერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და 2008 წლის ომში დაღუპულ ქართველთა ხსოვნას სიმბოლურად მიაგეს პატივი.

მათივე ინფორმაციით, მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელზეც გორის ოკუპაციის მუზეუმის ფოტო-ექსპონატები და ქართველ და პოლონელ ფოტოგრაფთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. აგრეთვე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს მიეძღვნა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბარტოშ ჩიხოცკი, სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მალგოჟატა გოშევსკა და ანალიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ამასთან, კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე.

მუზეუმში, აგრეთვე მოეწყო ქართველი რეჟისორის, თაკო რობაქიძის ფილმის ჩვენება Creeping Borders. ღონისძიებას ესწრებოდნენ ანალიტიკური წრეების, ქართული დიასპორისა და პოლონური მედიის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე : უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყოს საბჭოს თავმჯდომარე
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული გ.ჯ.-ს დაკითხვა მიმდინარეობს