ანა დოლიძე : უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყოს საბჭოს თავმჯდომარე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის დროებით შეთავსებისკენმოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს პარალელურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო. შესაბამისად მისი გადადგომის შემდეგ, ეს თანამდებობა ანა დოლიძის აზრით მზია თოდუამ უნდა შეითავსოს. წინააღდეგ შემთხვევაში, დოლიძის აზრით შეუძლებელი იქნება საბჭოს კონსტრუქციული მუშაობა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყოს საბჭოს თავმჯდომარე და სწორედ ის წაუძღვეს, როგორც გარეშე არბიტრი საბჭოს სხდომებს. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ დავარღვევთ კანონის მოთხოვნას. მეორე რიგში ჩვენ არ გვექნება კონსტრუქციული სხდომები საბჭოსი იმიტომ, რომ გიორგი მიქაუტაძე თუ ყველა სხვა მოსამართლე წევრი ვიცით, რომ არის მოსამართლეთა ძალიან კონსოლიდირებული დაჯგუფების წევრი,“-განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშილონდონში რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა
შემდეგი სტატიავარშავის აჯანყების მუზეუმში, აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა