მოზარდების მკვლელობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული გ.ჯ.-ს დაკითხვა მიმდინარეობს

მოზარდების მკვლელობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურორის თქმით, გ.ჯ-ს გარდა ასევე უნდა დაკითხულიყო მეორე მსჯავრდებული გ.ბ, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ის დღეს სასამართლოში არ დაიკითხება.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ დღეს დაკითხულიყო როგორც გ.ჯ., ასევე გ.ბ. თუმცა, გ.ბ.-ს ოჯახს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. არ იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები თბილისში და ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას. შესაბამისად, კანონიერი წარმომადგენელი ვერ დაესწრებოდა მის დაკითხვას, რაც სავალდებულოა კანონით. აქედან გამომდინარე, ვეღარ მოხდება მისი დაკითხვა. რაც შეეხება გ.ჯ.-ს, ის უნდა დაიკითხოს. რა თქმა უნდა, ის ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას. სწორედ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას ედავება სახელმწიფო ბრალდება საქმეზე ბრალდებულებს. რა ჩვენებას მისცემს არ ვიცი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას უფლება აქვს საერთოდ არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე”, – განაცხადა ქობულაძემ.

banner
წინა სტატიაშივარშავის აჯანყების მუზეუმში, აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
შემდეგი სტატიაბახტაძე: გუბერნატორების წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება