ვარაზისხევზე ქვაფენილის დატოვებაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა, გადაწყვეტილებას თბილისის მერია მიიღებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვარაზისხევის რეაბილიტაცია მომავალ წელს განხორციელდება.

კალაძის განცხადებით, თუ რა ფორმით დაიგება ვარაზისხევზე გზა, საბოლოო გადაწყვეტილებას თბილისის მერია მიიღებს.

„ვარაზისხევის გზასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მოსახლეობას ერთმანეთთან არ დავაპირისპირებთ. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს და არც გადაწყვეტილებების მიღების გვერიდება. ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხს ვაგებთ. პროექტი წელს ვერ განხორციელდება, რადგან ქალაქში საკმაოდ ბევრი პროექტი მიმდინარეობს და ვარაზისხევის გადაკეტვა სერიოზულ პრობლემას გააჩენდა, ქაოსი იქნებოდა. შესაბამისად, მომავალ წელს აუცილებლად განვახორციელებთ. ვერც ქვაფენილის დატოვებაში ვხედავ პრობლემას, ოღონდ არა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა არის, ასევე მოასფალტებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ვნახე რამდენიმე არაკომპეტენტური კომენტარი გზის მოასფალტებასთან დაკავშირებით, თითქოს ზამთარში პრობლემები იქნებოდა, თუმცა ამას არ ჩავუღრმავდები, გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის მერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტი ირაკლი ჯიქიამ დაიკავა