სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტი ირაკლი ჯიქიამ დაიკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის  ვიცე-გუბერნატორის პოსტი ამავე რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ჯიქიამ დაიკავა-ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა გვასალიამ დაუდასტურა.  კობა ქანთარიას კი მეორე მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო- ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.

 

banner
წინა სტატიაშივარაზისხევზე ქვაფენილის დატოვებაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუმცა, გადაწყვეტილებას თბილისის მერია მიიღებს
შემდეგი სტატიადაკარგული გემი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია