ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება

ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერით“ ბუსტერ დოზა. რაც შეხებათ „ფაიზერით“ ვაცინირებულ პირებს, მათთვის ბუნებრივია, რეკომენდებულია მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღემდე მოქმედი წესის თანახმად, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლოთ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაკალაძე – მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო