“ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა”

ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით.

„ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობებს, ასევე მარეგულირებელ გარემოს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, რადგან გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. დღეს ეს პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გეგმის შესრულება დავიწყოთ, როგორც კი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და ესეც, ვფიქრობთ, რომ პირველივე კვარტალში შესაძლებელი გახდება და იყოს მზაობა, როგორც სამინისტროს სტრუქტურების ფარგლებში, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფარგლებში და რაც მთავარია, სამედიცინო დაწესებულებების დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიავარია დმანისთან – გარდაცვლილია ორი ადამიანი
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ყველაზე მეტი საფრთხე ახალი ოპოზიციური პარტიებისგან იგრძნეს”