ვაქცინაცია და გაუმართავი პლატფორმა- თამარ გაბუნიას განმარტება

დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია გაუმართავი ვებ პლატფორმით-  “სინოფარზე” დასარეგისტრირებლად ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე შესული მოქალაქეები ჯავშანის გარეშე რჩებიან.

ოფიციალური მიზეზი კიბერთავდასხმაა, რომელიც ვაქცინაზე რეგისტრაციის პლატფორმაზე გუშინ მოხდა. თითქმის 20 საათიანი გათიშვის შემდეგ, რეგისტრაციის გვერდი დღეს ჩაირთო, თუმცა მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას მაინც ვერ ახერხებენ.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, მუშაობა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა, თუმცა როდის აღმოიფხვრება ხარვეზი, ვადები ვერ დაასახელა.

გაბუნიას განცხადებით, რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ვაქცინაციის ერთადერთი საშუალება და “ხვალ-ზეგ” 150 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეებს დარეკავენ და დაჯავშნიან რიგს.

“150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი “- ამბობს გაბუნია.

banner
წინა სტატიაშიგომელაური: ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა და პარტნიორობა
შემდეგი სტატიაგაბუნია: პორტალი სრულად აღდგენილი არ არის