საქართველოს მოქალაქეობის ტესტებიდან უახლესი ისტორია წაშლილია

ტესტებიდან, რომლის ჩაბარებაც საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ნებისმიერი ადამიანისთვის სავალდებულოა, საქარათველოს უახლესი ისტორია, პრაქტიკულად, წაშლილია. ტესტებიდან საერთოდ გამქრალია კითხვა 2008 წლის ომზე, ოკუპაციაზე და რუსეთზე. ამოიღეს საკითხები, რომელიც „ვარდების რევოლუციას“ და ქვეყნის პრეზიდენტებს ეხებოდათ. ჩახსნილია კითხვა სტრატეგიულ პარტნიორებზეც კი.

ტესტები იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ისტორიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება ისტორიას მასებისმანიპულაციისთვის იყენებს და იქ რუსეთს შეგნებულად არ ახსენებს.

“რაც შეიძლება შორს უნდა იყოს ფოკუსი და რაც შეიძლება შორს უნდა იხედებოდეს ადამიანი წარსულში, სადაც რუსეთი არ არის, სადაც რუსეთი არ ფიგურირებს როგორც ეგზისტენციური საფრთხე, გამოწვევა, მტერი ჩვენი დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის. რეჟიმს ისტორია, მეხსიერება წარმოდუგენია როგორც ინსტრუმენტი, რითაც ის ცდილობს მასების მანიპულაციას, მათი ღირებულებების, მათი კოლექტიური მეხსიერების შეცვლას, რაც 21 საუკუნეშ, შგვიძლია ვთქვათ, რომ განწირულია მარცხისთვის. ეს არის ისტორიის გადაწერის ნაწილი, ასევე ცენზურა, ეს არის უხეში ჩარევა მეხსიერების პოლიტიკაში. რეჟიმის აგრძელებს რუსულ საბჭოურ ტრენდს, რომ უახლოეს ისტორიაზე არ ვისაუბროთ, გადავწეროთ, გადავაკეთოთ, შევალამზოთ ისე, რომ რუსეთის ბრუტალური სახე არ გამოჩნდეს,” – ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

ისტორიკოსი თემურაზ პაპასკირი ამბობს, რომ ტესტებში ოკუპაციის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს, რადგან ეს სახელმწიფოებრივად აზრივნების ანბანია.
“მეთოდოლოგიურად არასწორად არის შედგენილი ტესტი, რადგანაც უახლესი, დამოუკიდებლობის პერიოდის მხოლოდ 7 კითხვაა მასში შესული და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს არის მართვის მოწმობის გამოცდის პრინციპზე აგებული ტესტი ანუ წინასწარ არის კითხვები მოცემული და სწორი პასუხებიც მოცემულია. შესაბამისად, ოკუპაციაზე კითხვა ყველა ვარიანტში უნდა იყოს და ვინ არის ოკუპანტი, ამაზე კითხვა აუცილებლად უნდა იყოს. ანბანია სახელმწიფოებრივი აზროვნების. მართლა არ მესმის, რას ემსახურება. ერთადერთი, ისტორიის გადაფასებას თუ ემსახურება, არ ვიცი, ეს უკვე იმის სინდისზე იყოს, ვინც შეადგინა ან დაუკვეთა ტესტები,”- ამბობს ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასკირი.

განათლების ექსპერტები კი ფირქობენ, რომ ხელისუფლებამ ტესტებში ცვლილება რუსეთის მოქალაქეების გამო შეიტანა, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ და რომლებსაც მათი აზრით, დისკომფორტი არ უნდა შეექმნათ.

“მთლიანად საკუთარი ოცნებების დაკმაყოფილებაზე არიან გადასულები. ალბათ არ უნდათ შეუქმნან დისკომფორტი რუსებს, რომლებიც აქ ჩამოსულები არიანდ ა რომლებიც ითხოვენ მოქალაქეობას და შესაბამისად, მათ მოითხოვეს და ამოიღეს ეს კითხვები. აი, ეს არის ძალიან მარტივი პასუხი ამაზე,” – ამბობს გიგი თევზაძე.

banner
წინა სტატიაშიაქციების დასაშლელად გამოვიყენეთ “ლმობიერი ზომები” – შსს
შემდეგი სტატიაშეთანხმება და დათანხმება, “არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას”, შედგა – მდინარაძე