გაბუნია: პორტალი სრულად აღდგენილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პროცესზე გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა პორტალი სრულად აღდგენილი არ არის.

“24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიღებს.

გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა, რომ ხარვეზი აღმოფხვირილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება.

კიბერშეტევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშივაქცინაცია და გაუმართავი პლატფორმა- თამარ გაბუნიას განმარტება
შემდეგი სტატია“ვაქცინაციის ჩატარება „ასტრაზენეკაზე“ შესაძლებელია ყველგან”