გომელაური: ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა და პარტნიორობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკელ ხალხს, კოლეგებს და მეგობრებს ვულოცავ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა და პარტნიორობა.

განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ ამერიკის მთავრობას ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელიც მათი მხარდაჭერით, დაფინანსებით და ჩართულობით განუხორციელებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ამერიკას ვუსურვებ მშვიდობას, სიძლიერეს, წინსვლას და კეთილდღეობას!“,- ნათქვამია გომელაურის მილოცვაში.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს ინიციატივა: კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმები მოქალაქეებს უკან დაუბრუნდეთ
შემდეგი სტატიავაქცინაცია და გაუმართავი პლატფორმა- თამარ გაბუნიას განმარტება