ვანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო ბლოკ-პოსტები გაუქმდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შლამბერიძის განცხადებით, ხელისუფლების დროული და კოორდინირებული მოქმედებით ვანში ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხე აღარ არის, რის გამოც საკონტროლო გამშვებ პუნქტებს გააუქმებენ.

ვანში მუნიციპალიტეტის შესასვლელსა და გამოსასვლელში საგუშაგოები, 8 აპრილს განათავსეს, სადაც სამართალდამცავები და სამხედროები 24 საათის განმავლობაში მოსახლეობის თერმოსკრინინგს, ავტომობილების შემოწმებასა და მგზავრთა გადააადგილების კონტროლს ახორციელებდნენ.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება
შემდეგი სტატიათბილისში მარტოხელა ხანდაზმულებზე დახმარებების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო