ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება

გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს შეახსენებს, რომ იწურება რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად. მსურველები რეგისტრაციას 30 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებენ.

აქვე გაცნობებთ, რომ 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა. თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1-ლი ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და კოორდინაციაშიაჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას და გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge

შეფასებისადაგამოცდებისეროვნულიცენტრიღიაკარისდღეებისონლაინრეჟიმშიგამართვასაგრძელებსდააბიტურიენტებსყველაკითხვაზეპასუხისმიღებაცენტრისოფიციალურფეისბუქგვერდზეყოველოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდეშეუძლიათ. ასევე 24 საათიანრეჟიმშიმუშაობსცხელიხაზი“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: ვეხმარებით საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში
შემდეგი სტატიავანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო ბლოკ-პოსტები გაუქმდება