“უზრდელი და არაკაცი რომ იძახოს, ხალხს იმისთვის კი არ აურჩევიათ თავმჯდომარედ” – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

ბიუროს შემდეგ ხმაური ბათუმის საკრებულოში უკვე სხდომაზე გაგრძელდა. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მოჰყვა. ოპოზიცია გაძვირებული ელექტროენეგიის საკომპენსაციოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ათას კილოვატიანი ვაუჩერის გადაცემას ითხოვს.

საკითხი დღის წესრიგში უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ მოხვდა. ხმაურის გამო სხდომაზე შესვენებაც გამოცხადდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე საკრებულოს თავმჯდომარეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდებდა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ სხდომა საერთოდ დატოვა.

„უზრდელი და არაკაცი რომ იძახოს, ხალხს იმისთვის კი არ აურჩევიათ თავმჯდომარედ, თუ იმ სკამიდან პატარად ეჩვენება დეპუტატები, ძალიან შემცდარა,“ – განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ.

banner
წინა სტატიაშიხმაური თელავის საკრებულოში – “ენმ” მმართველ გუნდს ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამანქანა, რომელსაც გიორგი ჭანტურია გენერლის მკვლელობის დღეს მართავდა, ხელახლა გაჩხრიკეს