ხმაური თელავის საკრებულოში – “ენმ” მმართველ გუნდს ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღებაში ადანაშაულებს

ხმაური იყო თელავის საკრებულოს სხდომაზე – ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერების პროტესტი წინა სხდომაზე თელავის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღებამ გამოიწვია.

დეპუტატები თვლიან, რომ საკრებულომ ბიუჯეტი კანონის გვერდის ავლით მიიღო.

სხდომაზე ფრაქციების თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხზეც იმსჯელეს. საკითხს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

თელავის საკრებულოს 2 ახალი ფრაქცია და 5 მოადგილის პოსტი ემატება, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიყველა სხვას ახოცავს ხელს, განსაკუთრებით საწყალ ნარმანიას – ოპოზიცია სამშენებლო ნებართვებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“უზრდელი და არაკაცი რომ იძახოს, ხალხს იმისთვის კი არ აურჩევიათ თავმჯდომარედ” – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში