ქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი დაარბიეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის” წევრის, აკაკი საღინაძის ინფორმაციით, ქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი დაარბიეს.

მისი თქმით, ოფისიდან აშშ-ის დროშა მოიპარეს, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები კი დააზიანეს.

“არჩევნების შემდეგ დარბეული ქუთაისის “სირცხვილიას” ოფისი. მოპარულია ამერიკის დროშა, მოტეხილი ევროკავშირის დროშა და ჩამოგდებული საქართველოს ეროვნული სიმბოლიკა”, – წერს აკაკი საღინაძე.

banner
წინა სტატიაშიბექა ბასილაია: საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული
შემდეგი სტატია„ამ განცხადებით ღარიბაშვილი გვეუბნება , რომ მართლმსაჯულება არის ივანიშვილის რეჟიმისთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალება“ – გიგა ბოკერია