ბექა ბასილაია: საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული

საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული, – ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაიას პროცესზე განაცხადა.

„რა დანაშაული დაფარა ელგუჯა ცომაიამ? ძებნილი რომ შეიფარა, დანაშაული სად არის? რომ ყოფილიყო დავა საზღვრის უკანონო კვეთაზე, კი შეიძლებოდა ამაზე დავა, მაგრამ ეს უფრო მსუბუქი მუხლია და ჩიხში აღმოჩდნენ, რახან ძებნილი შეიფარე, ამიტომ ჩაიდინე დანაშაულიო. სასამართლო გადაწყვეტილებების აქტის აღსრულებაზე, თუ ამას შეუშალა ხელი, ეს არ არის 354-ე მუხლი. იმ თავში ვერაფერს ვიპოვით ძებნილი პირის შეფარებაზე. ელგუჯა ცომაია არ არის არც ერთ პარტიასთან აფილირებული. ის პატრიოტი, წესიერი ადამიანია. კარი გაუღო, უმასპინძლა დევნილობაში მყოფ პრეზიდენტს. ვიღაცისთვის ის ძებნილი, ვიღაცისთვის – მესამე პრეზიდენტია. საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის კარის გაღება და შეფარება პატივია და არა დანაშაული“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მან მიხეილ სააკშვილის საქმე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმეს შეადარა.

„მე არ მეგულება ადამიანი, ვინც ზვიად გამსახურდიას საქმეს არ იცნობდეს. აი, ზუსტად იგივე ხდება, რაც გამსახურდიას თავზე დაატრიალეს და ამაზე მონაწილეობის მიღებას როცა სასამართლოს სთხოვენ, ეს არის სასამართლო სისტემის ინსტრუმენტად გამოყენება. ძებნილი შეიფარა, დანაშაული არ ჩაუდენია. ეს არ არის დანაშაულის შემადგენელი. სამართალწარმოება მორჩენილ საქმეზე, ადამიანის გამასპინძლება არ არის დანაშაული. მაშინ, ამდენი წელი რატომ არ დაიწყო გამოძიება, როცა მიშა ხან ვის ხვდებოდა, ხან ვის დელეგაციებს. მშრომელი კაცია, არასოდესაა ნასამართლები. მეუღლე 10 დღის წინ გარდაეცვალა. იარაღი, რომელიც მის სახლში იყო, იქიდან განასროლიც არ არის, გაფორმებული იარაღია“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: „მავანი ფიქრობდა, რომ დღეს იქნებოდა ხელისუფლებაში, თუმცა დასრულდა მთავრობის სხდომა და კვლავ მთავრობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი“
შემდეგი სტატიაქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი დაარბიეს