„ამ განცხადებით ღარიბაშვილი გვეუბნება , რომ მართლმსაჯულება არის ივანიშვილის რეჟიმისთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალება“ – გიგა ბოკერია

„თუ თვლიან, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა ერთნაირად მკაცრად უნდა მიუდგნენ მისი პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად, მაგრამ ამ განცხადებით გვეუბნებიან, რომ მართლმსაჯულება მათთვის არისპოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალება,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას
„ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ საოცრად “გულწრფელი” განცხადება გააკეთა, რითიც აღიარებს, რომ პოლიტიკური დევნა არის ივანიშვილის ხელისუფლების ექსკლუზივი, თუ მართლმსაჯულებაზე და კანონის უზენაესობაზე საუბრობენ ვინ როგორ მოიქცევა პოლიტიკურად არაფერ შუაში არ უნდა იყოს, თუ თვლიან, რომ დანაშაული ჩაიდინა ერთნაირად მკაცრად უნდა მიუდგნენ მისი პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად, მაგრამ ამ განცხადებით გვეუბნებიან, რომ მართლმსაჯულება არის მათთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალება, თუ ცუდად მოიქცევა მათი აზრით ვიღაც უფრო მკაცრად დასჯიან, რასაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, უტიფრად იძახიან, რომ კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“ – განაცხადა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი დაარბიეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: „თუ ადამიანი არის ასეთი მოწოდებული, რომ თავი შეწიროს იდეალებს, წესით არ უნდა ჰქონდეს კიევში დაბრუნების სურვილი“