”ტავ ჯორჯია” – ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხებისა და დაგვიანების გარეშე ასრულებს

”ტავ ჯორჯია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, 10 აგვისტოს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა ავიაკომპანიების ნაწილს.

”ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემის შედეგად 02:00-დან 09:00 საათამდე დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა.

”რეისის დაგვიანების მაქსიმალური დრო 1სთ და 20 წუთი იყო. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით “ტავ ჯორჯიას” IT სამსახური დაუკავშირდა კანადაში, მონრეალში გლობალური საავიაციო საკომუნიაციო სისტემის SITA-ს სათავო ოფისს. ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხებისა და დაგვიანების გარეშე ასრულებს”, – აცხადებენ ”ტავ ჯორჯიაში”.

banner
წინა სტატიაშითბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინტერაქტიული პროექტი –  „საქალაქო პლებისციტი“ ამოქმედდეს!
შემდეგი სტატიაუშბაზე დაკარგული გერმანელი მამა-შვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება