უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვარს იგეგმება

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, სავარაუდოდ რუსეთ-ნატო-ს მოლაპარაკებები გაიმართება 12 იანვარს, უფრო ფართო რეგიონული შეხვედრა მოსკოვის, ვაშინგტონისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით კი, 13 იანვრისთვის არის დაგეგმილი.

„როდესაც სალაპარაკოდ დავსხდებით, რუსეთს შეუძლია, წარმოადგინოს თავისი შეშფოთებები; ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ჩვენს შეშფოთებებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. იქნება სფეროები, სადაც შეგვიძლია პროგრესის მიღწევა და სფეროები, სადაც უთანხმოება გვექნება. სწორედ ეს არის დიპლომატია“, – განაცხადა „როიტერთან“ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის გასაჯაროება არ ისურვა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით კელი დეგნანი ანრი ოხანაშვილს და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება
შემდეგი სტატიაბატონო მიშა, მოითხოვეთ, მე აქ ვდგავარ და ველოდები – გვარამიას გორის ჰოსპიტალში ჯერ არ უშვებენ