სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით კელი დეგნანი ანრი ოხანაშვილს და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს მიხეილ სარჯველაძეს ხვდება. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაკეთებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი იქნება.

ამასთან, გუშინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. „ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამჭვირვალე კონსულტაციის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: ჩვენი დუმილია იმის მიზეზი რაც ამ ქვეყანაში ხდება და ქართული ოცნება რომ ამდენს ბედავს ეგეც ჩვენი ბრალია
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვარს იგეგმება