ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი 90-ზე მეტ უცხოურ კომპანიას შეეხება, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ მაუწყებელს ZDF-ს განუცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის მოწოდებული, აღკვეთოს რუსეთის მხრიდან სანქციების თავის არიდება.

„სანქციების მე-11 პაკეტში ჩვენ გვყავს 90-ზე მეტი კომპანია მთელი მსოფლიოდან, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ და ევროკავშირიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი ჩააქვთ მესამე ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, ამ კომპანიებს შორის, დაახლოებით, რვა ჩინეთშია რეგისტრირებული.

„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა იყვნენ ჩინური კომპანიები. ეს არის კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ ქაღალდზე არსებობს და ჰყავთ მფლობელები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან არიან. თუმცა, ისინი რეგისტრირებული არიან ჩინეთში“, – განმარტა მან.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან ფრენების აღდგენით საქართველო კანდიდატის სტატუსს რისკის ქვეშ აყენებს – Deutsche Welle
შემდეგი სტატიააუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდების გათავისუფლება – სააკაშვილი