„უფლება არ გვაქვს მოსამართლეს ანგარიში მოვთხოვოთ“

აგებენ თუ არა პასუხს ის ადამიანები, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღით დაამხო

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე დაბარების მიზეზი, საზოგადოებაში გაჩენილი კითხვები გახდა.

როგორც გვენეტაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ურთმელიძეს ყველა იმ კითხვას დაუსვამდა, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

“უფლება არ გვაქვს, მოსამართლეს ანგარიში მოვთხოვოთ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გაავრცელა საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადება, გვენეტაძის განცხადებით, ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„ტრადიციულად, განცხადება ყველა რეზონანსულ საკითხზე კეთდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მიერ ეს არ გაკეთებულა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, ხომ არ აქვს ეჭვი, რომ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ურთმელიძეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, გვენეტაძის განცხადებით, მას ასეთი ეჭვი არ აქვს.

„რაც შეეხება ეჭვს, რომ იყო ზეწოლა, ასეთი ეჭვი არ მაქვს და არც მაქვს უფლება, რომ მქონდეს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტრიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა იმართება, რომელზეც მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იყო მიწვეული, თუმცა, ურთმელიძე საბჭოს სხდომას არ ესწრება.

banner
წინა სტატიაში,,საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად ტექნიკურად მზად არის”
შემდეგი სტატია“ტელეკომპანია „იმედს“ ყადაღა ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შედეგად მოეხსნა”