“ტელეკომპანია „იმედს“ ყადაღა ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შედეგად მოეხსნა”

ქართული ანდაზაა,

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი წუხს, რომ არცერთმა პარლამენტმა არ შეასრულა მის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, 7 ნოემბრის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ბურჯანაძემ ტელკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მის მიერ მიერ ჯერ კიდევ 2008 წელს პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის დროს ხელმოწერილი დადგენილება, რომ მომავალ პარლამენტს აუცილებლად უნდა გამოეძიებინა 7 ნოემბრის საქმე, არათუ წინა პარლამენტმა, არამედ არც ახალმა ხელისუფლებამ არ შეასრულა. მისი თქმით, ეს იყო საჯარო დოკუმენტი, რომლითაც არავინ დაინტერესებულა.

„არავინ ახსენებს არც იმ ფატქს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ყადაღა მოეხსნა ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შედეგად. მე 2007 წლის 3 დეკემბერს ჩავატარე საგანგებო ბრიფინგი, ცოტა უცნაურიც კი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისათვის, სადაც კატეგორიულად მივმართე პროკურატურას – მიუხედავად იმისა, რომ „იმედთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებები არ იყო დამთავრებული, მაინც მოხსნილიყო ყადაღა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, ვინ რა დააშავა და ვინ რა გააკეთა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს. ასევე, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული 26 მაისის მოვლენები და ყველა ის თემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება გამოძიებას ორი მიზეზის გამო ვერ ატარებს, ეს არის ერთის მხრივ, არაკომპეტენტურობა, მეორეს მხრივ – გარკვეულ დონეზე გარიგება.

„ხელისუფლების რეიტინგი არის კატასტროფულად დაბალი და მას ჰაერივით სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“. ერთის მხრივ, ის ებრძვის მას, რადგან არ უნდა ზედმეტად გაძლიერება, მეორეს მხრივ არც მისი პოლიტიკური არენიდან გაქრობა აწყობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არავის აღარ სჯერა ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“. ადამიანები არიან მოტყუებულნი, იმედგაცრუელბულნი და დღეს რომ ხელისუფლებას არ ჰყავდეს საფრთხობელად „ნაციონალური მოძრაობა“ შენარჩუნებული, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო იქნებოდა“, – აღნიშნა მან.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ფაქტია, რომ ირმა ინაშვილმა შუალედური არჩევნები მოიგო, მაგრამ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ისე ქმნის დღის წესრიგს, რომ ის უმნიშვნელოვანესი თემები, რომელზეც შეიძლება ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ისაუბროს, ეთერში ვეღარ ხვდება. მისი თქმით, პოლიტიკურ მოღვაწეობას სჭირდება, ქვეყანაში იყოს ნორმალური პოლიტიკური ვითარება, მაგრამ როცა ქვეყანაშია აბსოლუტურად ისტერიული ფონი, მუდმივი ჭიდილი, სხვა თემებისთვის, ჯანსაღი დისკუსიისთვის და პოლიტიკური ოპონირებისთვის დრო არ რჩება.

„შეიძლება ჩრდილო კორეაშიც არ მოხდეს ის, რაც დღევანდელ სასამართლოში ხდება – პირველი ინსტანციის სასამართლო პრაქტიკულად აუქმებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, ხდება ხელოვნურად, რაც ქვეყნისათვის ძალიან ცუდია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„უფლება არ გვაქვს მოსამართლეს ანგარიში მოვთხოვოთ“
შემდეგი სტატია169-ე ბაგა-ბაღის დირექტორს მშობლებმა კარი აუჭედეს