უპილოტო Uber-მა ფეხით მოსიარულე სასიკვდილოდ გაიტანა

კომპანია Uber-მა განაცხადა, რომ უპილოტო ავტომობილების გამოცდას შეაჩერებს აშშ-ს ყველა ქალაქში. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უპილოტომ ფეხით მოსიარულე გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა არიზონას შტატში, ქალაქ პემპეში მოხდა, Uber-ის მანქანამ ქალი გაიტანა, რომელიც გზაზე გადადიოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს.
კომპანიის ხელმძღვანელმა დარა ხოსროუშახმა გარდაცვლილის ოჯახს მისამძიმრა.

ავტოსაგზაო შემთხვევები სხვა კომპანიის უპილოტო მანქანასაც მოუვიდა, კერძოდ, კორპორაცია Google-ის მანქანა ავტობუსის ბორტს დაეჯახა, მაშინ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

უპილოტო მანქანებზე, ასევე, მუშაობენ Apple და Tesla.

banner
წინა სტატიაშიმარკ ცუკენბერგს აშშ-ს სენატი დაკითხავს
შემდეგი სტატიასოხუმში პოლიციელს ძროხა თავს დაესხა (ვიდეო)