მარკ ცუკენბერგს აშშ-ს სენატი დაკითხავს

“ფეისბუქის” დამუძნებელის მარკ ცუკენბერგისგან ამერიკის და ბრიტანეთის მთავრობები მისი კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემის გამო განმარტებებს ითხოვენ. “ფეისბუქის” მიმართ გახშირდა უკმაყოფილება იმის გამო, რომ კომპანიამ მომხმარებლებს არ შეატყობინა რომ მათი პირადი ინფორმაცია ბრიტანულ ფირმა Cambridge Analytica-ში ხვდებოდა მონაცემების ანალიზისთვის, რომელიც, როგორც ამბობენ, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო წინააარჩევნო კამპანიის დროს ეხმარებოდა 2016 წელს.
პარასკევს “ფეისბუქმა” განაცხადა, რომ Cambridge Analytica-ს თავისი სერვერებზე წვდომა დაუბლოკა, რადგანაც ცუკენბერგის თქმით, მან თავისი კომპანიიდან პირადი მონაცემები “ფეისბუქის” წესების საწინააღმდეგოდ მიიღო. ამასთანავე, Cambridge Analytica-იც ირწმუნება, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ გადასცემენ
შემდეგი სტატიაუპილოტო Uber-მა ფეხით მოსიარულე სასიკვდილოდ გაიტანა