უმნიშვნელოვანესია ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს – “თბილისი პრაიდის” პასუხი შსს-ს

“თბილისი პრაიდი” შსს-ს პასუხობს და წერს, რომ უმნიშვნელოვანესია უწყების დღევანდელი განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს. გარდა ამისა, მათივე თქმით, უნდა დააკავონ გასული წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც მუქარას ისევ აგრძელებენ:

“უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!
უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. ” წერს თბილისი პრაიდი.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – „ასოცირების შეთანხმებამ“ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა და საშუალება მისცა საქართველოს, ევროპულ სახელმწიფოდ ქცეულიყო
შემდეგი სტატიანათელაშვილი – ტექნიკური მთავრობა თუ შეიქმნება, ქვეყანა უნდა მოამზადოს ახალი არჩევნებისთვის