ნათელაშვილი – ტექნიკური მთავრობა თუ შეიქმნება, ქვეყანა უნდა მოამზადოს ახალი არჩევნებისთვის

ტექნიკური მთავრობაც, ყველა სხვა საკითხიც უნდა მიებას ახალი არჩევნების საკითხს. თუ ასეთი მთავრობა შეიქმნება, მან ქვეყანა უნდა მოამზადოს სასწრაფო ახალი არჩევნებისათვის და მოამზადოს საარჩევნო გარემო, სისტემა, მოდელი, კანონმდებლობა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტექნიკურ მთავრობას სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს პროგრამა, დაპირება.

„ტექნიკურ მთავრობას არსებული ისტორიული პრეცედენტებით, სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ის არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს პროგრამა, დაპირება. ამიტომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, კარგი შუალედი იყოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუმნიშვნელოვანესია ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს – “თბილისი პრაიდის” პასუხი შსს-ს
შემდეგი სტატიავაშაძე – ღარიბაშვილს არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა