პაპუაშვილი – „ასოცირების შეთანხმებამ“ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა და საშუალება მისცა საქართველოს, ევროპულ სახელმწიფოდ ქცეულიყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველო-ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმების“ გაფორმების 8 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულმა შეთანხმებამ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა.

„საქართველომ და ევროკავშირმა „ასოცირების შეთანხმებას“ 8 წლის წინ მოაწერეს ხელი. „ასოცირების შეთანხმებამ“ წარმატებით გახსნა ევროპეიზაციის პოტენციალი, საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა და საშუალება მისცა საქართველოს, ევროპულ სახელმწიფოდ ქცეულიყო,“- წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

წინა სტატიაშიმოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა
შემდეგი სტატიაუმნიშვნელოვანესია ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს – “თბილისი პრაიდის” პასუხი შსს-ს