უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან 30 000 რუსი ჯარისკაცია მოკლული

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის დამცველებმა 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რომელიც გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულ 250 ჯარისკაცს მოიცავს.

„შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1330 ტანკი, 3258 ჯავშანტექნიკა, 628 საარტილერო სისტემა, 203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 207 საბრძოლო თვითმფრინავი, 174 ვერტმფრენი, 503 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 116 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2226 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 48 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, – აღნიშნულია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის დაზვერვა – რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, რაც მათ დონბასზე შეტევის მომდევნო ფაზაში უპირატესობას მისცემს