ბრიტანეთის დაზვერვა – რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, რაც მათ დონბასზე შეტევის მომდევნო ფაზაში უპირატესობას მისცემს

რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ქალაქ ლიმანის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ლიმანის დაკავება დონბასზე შემდგომი შეტევის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია და ასევე მდინარე სევერსკი დონეცის მნიშვნელოვან სარკინიგზო და საგზაო ხიდებზე წვდომას უზრუნველყოფს.

„უახლოეს დღეებში რუსეთის ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, პრიორიტეტს მიანიჭებენ მდინარე სივერსკი დონეცის გადალახვას. პლაცდარმი ლიმანთან ახლოს რუსეთს მიანიჭებს უპირატესობას დონბასზე შეტევის პოტენციურ მომდევნო ფაზაში, როდესაც ის, სავარაუდოდ, შეეცდება წინსვლას უკრაინის მიერ კონტროლირებადი საკვანძო ქალაქების მიმართულებით, უფრო ღრმად დონეცკის ოლქში – სლოვიანსკსა და კრამატორსკში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან 30 000 რუსი ჯარისკაცია მოკლული
შემდეგი სტატიაჩვენ არ შეუძლია იარაღთან დაკავშირებით უკრაინის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება – გერმანიის ვიცე-კანცლერი