უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის ავტონომიის იდეა „პირდაპირი უხეშობაა რუსეთის მიმართ და მიზეზი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთვის – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ყირიმის მისამართით გაჟღერებული მუქარა უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის მიზეზია. ამის შესახებ მან „ტელეგრამის“ გვერდზე დაწერა.

მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის ავტონომიის იდეა „პირდაპირი უხეშობაა რუსეთის მიმართ, საფრთხე ტერიტორიული მთლიანობისთვის და მიზეზი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთვის“.

მედვედევის განცხადებით, მოსკოვი არასდროს არ განიხილავს ყირიმის ბედს.

„რუსეთს არ ჰყავს და არასდროს ეყოლება პოლიტიკური ძალა, რომელიც დასთანხმდებოდა ყირიმის ბედის განხილვას მაინც. ეს უბრალოდ ეროვნული ღალატი იქნებოდა“, – განაცხადა მედვედევმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევის შედეგები ცნობილია – “ვივა მედმა” შედეგები პირად ექიმს გადასცა
შემდეგი სტატიაუკრაინის თავზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, როდესაც გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი მართავდა