უკრაინის თავზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, როდესაც გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი მართავდა

უკრაინის თავზე რუსული მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, როდესაც გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი მართავდა. 63 წლის რუსი გენერალი დაიღუპა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის თავზე ჩამოაგდეს საჰაერო ხომალდი, რომელსაც ასეთი მაღალი წოდების ოფიცერი მართავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გენერლის დაღუპვა BBC-ის ბოტაშევის სამმა ნაცნობმა დაუდასტურა, რომელთა ვინაობა არ სახელდება. ეს პირები ადრე გენერლის დაქვემდებარებაში მსახურობდნენ და მასთან კავშირს ინარჩუნებდნენ.

ბოტაშევი ადრე საავიაციო პოლკის მეთაური იყო. საჰაერო ბრძოლაში მისი უშუალო მონაწილეობა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად რთულ ამოცანებს აყენებს მოსკოვი საკუთარი პილოტების წინაშე და ასევე იმაზე, რომ რუსული მხარე მაღალი კვალიფიკაციის პილოტების მწვავე დეფიციტს განიცდის.

ბოტაშევის „სუ-25“ ლუგანსკის ოლქში 22 მაისს ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და დაიღუპა.

როგორც BBC-თვის გახდა ცნობილი, უკრაინაში 31 მაღალი კლასის რუსი პილოტი დაიღუპა. ეს ოფიციალური ინფორმაციაა, ხოლო რეალური ციფრები შეიძლება გაცილებით დიდი იყოს. ეს ძალზე დიდი დარტყმაა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის.

კანამატ ბოტაშევი სნაიპერის პილოტის კლასი ჰქონდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი პილოტის მომზადებას 10-12 წელი სჭირდება და ეს 8 მლნ დოლარი ჯდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შემადგენლობაში ყირიმის ავტონომიის იდეა „პირდაპირი უხეშობაა რუსეთის მიმართ და მიზეზი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთვის – მედვედევი
შემდეგი სტატიარუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ფიტავს პუტინის ომის მანქანას – ლაიენი