უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში აცხადებენ, რომ ქალაქ ირპენში 13 სამარხი აღმოაჩინეს

კიევის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ირპენში 13 სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში გააკეთეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამომძიებლებმა ქალაქში 700 ჰექტარი ფართობის ტერიტორია დაათვალიერეს, რაც მოიცავს 10 ათას სახლს და სხვა შენობებს.

მათი მტკიცებით, გამოვლინდა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი არაერთი სამხედრო დანაშაული. უწყების თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ რუსი ჯარისკაცები იყენებდნენ ჟენევის კონვენციით აკრძალულ იარაღს და საბრძოლო მასალას.

დოკუმენტურად აღწერილია რუსეთის არმიის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადების“ ასევე საჰაერო ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ -ემ“-ის გამოყენება,

სამძებრო ოპერაციის დროს აღმოჩენილია 13 სამარხი.

banner
წინა სტატიაში„ბიბისი“ – მარიუპოლში, „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყო, შესაძლოა, იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ
შემდეგი სტატიათბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება