უკრაინის საგარეო უწყების გამოძახებაზე რუსეთის კონსული არ გამოცხადდა

უკრაინის საგარეო უწყების გამოძახებაზე რუსეთის კონსული არ გამოცხადდა

3რუსეთის კონსული უკრაინაში, ქვეყნის საგარეო უწყებაში არ გამოცხადდა, რომელიც მოსკოვში უკრაინელი ჟურნალისტის დაკავების საქმეზე იყო დაბარებული.
“რუსი კონსული უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოძახებაზე არ გამოცხადდა. იმედს ვიტოვებთ, ხვალ ის შესაბამის ახსნა-განმარტებებს გააკეთებს” – უწყების პრეს-მდივანმა მარიანა ბეცმა დაწერა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
დღესვე უკრაინულმა უწყებამ რუს კოლეგებს მეორე საპროტესტო ნოტა გაუგზავნეს იმის გამო, რომ უკრაინის კონსულს ჟურნალისტთან არ უშვებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ჟურნალისტი რომან სუშენკო მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უკრაინის სამხედრო უწყება სუშენკოს სპეცსამსახურებთან კავშირს უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიკატალონიის პარლამენტმა 2017 წელს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დანიშნა
შემდეგი სტატიაპაკისტანის პარლამენტმა “ღირსების მკვლელობებზე” კანონი გაამკაცრა