პაკისტანის პარლამენტმა “ღირსების მკვლელობებზე” კანონი გაამკაცრა

4პაკისტანის პარლამენტმა მრავალთვიანი დებატების შემდეგ მიიღო კანონი, რომელიც ე.წ. “ღირსების მკვლელობებზე” დასჯას ამკაცრებს. ღირსების მოტივით ჩადენილი მკვლელობების მსხვერპლი ქვეყანაში ათასობით ქალი გახდა.
ახალი კანონის თანახმად, მკვლელი, რომელიც “ოჯახის ღირსების” გამო მკვლელობას ჩაიდენს, 25 წელი თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კანონი “თხოვნის” მექანიზმსაც ზღუდავს, რომლის საფუძველზეც, ოჯახის წევრების თხოვნის შემდეგ მკვლელი ციხიდან თავისუფლდებოდა.

“ღირსების მკვლელობებს” ის ადამაინები სჩადიან, რომლებიც თვლიან, რომ მათი ოჯახის წევრმა ოჯახს ჩირქი მოსცხო და სახელი შეულახა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო უწყების გამოძახებაზე რუსეთის კონსული არ გამოცხადდა
შემდეგი სტატიაოდესაში სააკაშვილის განთავისუფლება დააანონსეს