უკრაინის რკინიგზამ მიხეილ სააკაშვილის გამო გაჩერებული მატარებლის მგზავრებს ბილეთების ღირებულება აუნაზღაურა

უკრაინის რკინიგზამ 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის გამო გაჩერებული მატარებლის მგზავრებს ბილეთების ღირებულება აუნაზღაურა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თანხა 207 მგზავრს დაუბრუნდა. საუბარია სულ 60600 გრივნაზე (დაახლოებით 2300 დოლარი).

მატარებელი პოლონეთის ქალაქ პერემიშლიდან კიევში ასრულებდა რეისს. ის უკრაინის საზღვარზე სამი საათითა და 45 წუთით გააჩერეს იმის გამო, რომ ერთ-ერთ ვაგონში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ „ინტერსიტის“ მატარებლის გაჩერება მათი მიზეზით არ მომხადარა.

banner
წინა სტატიაშითამარ ალანია სასაცილოს უწოდებს გვანცა ყუფარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ალანიამ ევროსასამართლოზე გავლენა მოახდინა
შემდეგი სტატიამორიგი სატელეფონო ხულიგნობა ვოვან და ლექსუსის მონაწილეობით (+ვიდეო)