თამარ ალანია სასაცილოს უწოდებს გვანცა ყუფარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ალანიამ ევროსასამართლოზე გავლენა მოახდინა

მოსამართლე თამარ ალანია სასაცილოს უწოდებს ყოფილი მსჯავრდებულის, გვანცა ყუფარაძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ალანიამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა.

როგორც პირველ არხს თამარ ალანიამ განუცხადა, მას ევროსასამართლოს არც უცხოელ და არც ქართველ წარმომადგენელთან ნონა წოწოროიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვინც სტრასბურგის მოსამართლეების მუშაობის სპეციფიკა იცის, არ დაიჯერებს, რომ მათზე ზეგავლენა შესაძლებელია.

„კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებას ხელს აწერს 7 მოსამართლე და ყველა პასუხისმგებელია თავის გადაწყვეტილებაზე. განსხვავებული მოსაზრება არ დაფიქსირებულა. ვისთან მქონდა კომუნიკაცია და ვისზე შემეძლო გავლენის მოხდენა, ძალიან საინტერესოა. რა ურთიერთობა უნდა მქონდეს მე წოწორიასთან ისეთი, რომელიც გავლენას მოახდენს დანარჩენ სხვა ადამიანებზე. ეს არის სასაცილო და აბსურდული“, – განაცხადა თამარ ალანიამ.

მან ისიც განმარტა, რომ ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ ნონა წოწორიასთან არცერთი ფორმით არ აქვს კონტაქტი.

ყოფილი მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე მის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ნონა წოწორიას გავლენას უკავშირებს.

ყუფარაძემ, რომლის სასარჩელო მოთხოვნები სტრასბურგმა არც ერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და მისი სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის თამარ ალანიასა და ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას კავშირებზე გაამახვილა ყურადღება

banner
წინა სტატიაშიზაჰესის ხიდთან დაზიანებული გზის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაუკრაინის რკინიგზამ მიხეილ სააკაშვილის გამო გაჩერებული მატარებლის მგზავრებს ბილეთების ღირებულება აუნაზღაურა