ვერ ვიტყვით, გაიხსნება თუ არა დერეფანი მარიუპოლში, საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინის მასშტაბით ყველაზე მძიმე ვითარება ისევ მარიუპოლშია.

მისი თქმით, რთულია იმაზე საუბარი, მოხერხდება თუ არა ქალაქში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობა, რადგან არ არის გამორიცხული, რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ჯერ გამოსვლის უფლება მისცენ, შემდეგ კი დახოცონ.

“მარიუპოლში ვითარება უფრო მძიმეა, ვიდრე სხვაგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოლქსაც ბომბავენ, მარიუპოლის მსგავსი ადგილი უკრაინაში არსად არის. გაიხსნება თუ არა დერეფანი? ვერ ვიტყვით, რადგან საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან. საერთო ჯამში, ისინი ადამიანებს გამოსვლის უფლებას არ მისცემენ. გაიხსენეთ ილოვაისკი, რა მოხდა? მოქალაქეებს თავიდან გამოსვლის უფლება მისცეს, შემდეგ კი დახოცეს. სავსებით შესაძლებელია, იგივე გააკეთონ მარიუპოლში”, – თქვა სერგეი გაიდაიმ.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის საკრებულო – ნანგრევების ქვეშ გვამების ხრწნის, სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის გავრცელების საშიშროება
შემდეგი სტატიამოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება