მარიუპოლის საკრებულო – ნანგრევების ქვეშ გვამების ხრწნის, სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის გავრცელების საშიშროება

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საკრებულოში აცხადებენ, რომ ქალაქი ეპიდემიების მიმართ დაუცველია იმის გათვალისწინებით, რომ სანიტარული პირობები შემაძრწუნებელია და ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

კერძოდ, საკრებულოს განმარტებით, არსებობს ქოლერის, დიზენტერიისა და ნაწლავის ჩხირის გავრცელების საშიშროება.

საკრებულოში აცხადებენ, რომ მოსახლეობას აუტანელ პირობებში უწევს ცხოვრება, რომელიც, ტემპერატურის მატებასთან ერთად კიდევ უფრო უარესება.

„ჰაერის ტემპერატურამ უკვე 20 გრადუსს მიაღწია. ასე რომ, ძლიერი და მომაკვდინებელი ეპიდემიები შეიძლება მალე გავრცელდეს ქალაქში – ცენტრალიზებული წყალმომარაგებისა და სანიტარული სისტემის არარსებობის, ნანგრევების ქვეშ ათასობით გვამის ხრწნის და სასმელი წყლისა და საკვების კატასტროფული დეფიციტის გამო,“- აცხადებენ საკრებულოში.

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობას საკვებით, წყლით და მედიკამენტებით, ან უბრალოდ არ არიან დაინტერესებული ამით.

„ისინი ბლოკავენ ევაკუაციის ყველა მცდელობას. ამის გარეშე ხალხი დაიღუპება. საჭიროა სასწრაფო და სრული ევაკუაცია“,- აღნიშნა მერმა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – კობახიძის განცხადებები საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდებაა
შემდეგი სტატიავერ ვიტყვით, გაიხსნება თუ არა დერეფანი მარიუპოლში, საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან – გაიდაი