უკრაინის ომბუდსმენი – სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საქმეს ომბუდსმენის ოფისი სწავლობს

უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევების საქმეს ომბუდსმენის ოფისი სწავლობს.

ამის შესახებ სააგენტო „უნიანთან“ ინტერვიუში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ვალერია ლუტკოვსკაიამ განაცხადა.

„წარმოება გახსნილია, ჯერჯერობით შედეგები არ არის, კომენტარს არ ვაკეთებ“, – გნაცახადა ომბუდსმენმა ვალერია ლუტკოვსკაიამ.

ლუტკოვსკაიას თქმით, ომბუდსმენის ოფისმა უკვე გაგზავნა სამართალდამცველ ორგანოებში მოთხოვნა პოლონეთში სააკაშვილის დაბრუნების პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„იმის გასარკვევად, ნამდვილად იყო დარღვევები თუ მე მომეჩვენა, საჭიროა შესაბამისი განაცხადის გაგზავნა. შესაბამიის განაცახდები უკვე გაგზავნილია. როგორც კი მივიღებთ პასუხს და გავაანალიზებთ, შემეძლება იმის თქმა, არის დარღვევები თუ არა“, – განაცხადა ლუტკოვსკაიამ.

ლუტკოვსკაიას განმარტებით, საქმის წარმოებას ომბუდსმენი საკუთარი ინიციატივით იწყებს, როდესაც ადამიანის უფლებების პოტენციურ დარღვევებს ხედავს.

banner
წინა სტატიაში„გახადე შრომა უსაფრთხო“ – პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
შემდეგი სტატიაფოთში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს