„გახადე შრომა უსაფრთხო“ – პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

„გახადე შრომა უსაფრთხო“ – ამ სახელწოდების ხელმოწერების შეგროვება, პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ დაიწყო. აქტივისტებს რკინიგზელთა კავშირის წევრებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელზე მუშაობაც პარლამენტში მიმდინარეობს, ინსპექტირების ეფექტურ მექანიზმს არ შეიცავს და შეუსაბამოა შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ეს კანონი ისევ არის გამოშიგნული, ისევ არის ცარიელი, ეს კანონპროექტი ისევ ვერ მოახერხებს დასაქმებულების დაშავებისა და თუნდაც, გარდაცვალების პრევენციას სამუშაო ადგილებზე, სწორედ ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ ეს საკითხი საზოგადოებამდე,“ – განაცხადა პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი, გიგა ბექაური.

აქტივისტები ხელისუფლებას კანონპროექტის გადახედვისკენ და შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია – მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინის ომბუდსმენი – სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საქმეს ომბუდსმენის ოფისი სწავლობს