უკრაინელმა სამხედროებმა, ომის დაწყების შემდეგ, 37 400-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 37 400-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

ამასთან, უკრაინელი სამხედროების მიერ, რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკაც განადგურდა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: მტრის 1645 ტანკი, 3828 ჯავშანტექნიკა, 838 საარტილერო სისტემა, 247 ზალპური სარაკეტო სისტემა, 109 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 თვითმფრინავი, 188 ვერტმფრენი, 676 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 155 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2696 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, 66 ერთეული სპეცტექნიკა”, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები” და „არ მცალიას” არ ველოდები
შემდეგი სტატიალაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ პარტიის რიგები და თანამდებობები დატოვეს