უკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკი დატოვეს – გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი პოზიციები ლისიჩანსკში. ინფორმაცია უწყებამ დაახლოებით ნახევარი საათის წინ გამოაქვეყნა.

“ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ დაკავებული პოზიციებიდან და ხაზებიდან.

რუსული საოკუპაციო ჯარის უპირატესობის ფონზე არტილერიის, ავიაციის, აქტიური საცეცხლე სისტემების, იარაღისა და პერსონალის მიმართულებით, ქალაქის დაცვის გაგრძელება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანდა. უკრაინელი დამცველების სიცოცხლის გადასარჩენად, გაყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. სამწუხაროდ, ფოლადის ნება და პატრიოტიზმი არ არის საკმარისი წარმატებისთვის – ჩვენ გვჭირდება მატერიალური და ტექნიკური რესურსები. ლუგანსკის ოლქის და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების დამცველები გმირულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო და სამხედრო მოვალეობებს.

ჩვენ დავბრუნდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – აღნიშნავს გენერალური შტაბი.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: „სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით მიხეილ ჩინჩალაძის არჩევა იყო მკაფიო მესიჯი იმისა, რომ არაფრის შეცლას არ აპირებენ“
შემდეგი სტატიამელიტოპოლის აეროდრომი, როგორც რუსი დამპყრობლების სამხედრო ბაზა, აღარ არსებობს – ის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს