ეკა ბესელია: „სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით მიხეილ ჩინჩალაძის არჩევა იყო მკაფიო მესიჯი იმისა, რომ არაფრის შეცლას არ აპირებენ“

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, „შინ ევროპისკენ“ აქციაზე მოსვლა, ყველას ვალდებულებაა განურჩევლად იმისა, ვინ, რას ფიქრობს და რა პოზიციაზეა.

მისი მოსაზრებით, ეს ეხება ქვეყნის მომავალს, რადგანაც ახლა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და ყოყმანი იმაზე, რომ უნდა იდგენენ, თუ არა მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ძალიან უხერხულია.

„ამიტომ, ვდგავარ აქ და აქ, დგას ჩემი ოჯახი, დგას ის ხალხი, ვინც წლების წინ აქ იდგა აქციებზე. ეს არის ის არჩევანი, რასაც ჩვენ ღირებულებების არჩევანს ვუწოდებთ. აქ უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პოზიცია – საქართველოს უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს, ახლა არის ძალიან კრიტიკული ფაზა და მიხარია, რომ ქუჩაში გამოდიან ახალგაზრდები, სცენაზე დგანან სამოქალაქო აქტივისტები და პირადად, მე ეს ძალიან მაიმედებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შანსი არის, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ მმართველი პარტია უკან დაიხევდა და აჩვენებდა, 12 პუნქტიდან თუნდაც რამდენიმეს შესასრულებლად მზად არის, ცრუ ილუზიაა.

„სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით მიხეილ ჩინჩალაძის არჩევა იყო მკაფიო მესიჯი იმისა, რომ არაფრის შეცლას არ აპირებენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, მისივე მოსაზრებით, ოპოზიციამ ახლა, ყური უნდა დაუგდოს ხალხის ხმას, ვინაიდან, მათ სჭირდებათ თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობა.

banner
წინა სტატიაშიმამაუკა ხაზარაძე: ქართველ ხალხში პოლარიზაცია არ არსებობს, ეს არის ერთიანობა, ერთსულოვნება, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანს, ვინც ახლა აქ ვართ, საერთო მიზანი გვაქვს
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკი დატოვეს – გენშტაბი