უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყების დღიდან 23 800 რუსი სამხედრო მოკლეს

რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 23 800 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1048 ტანკი, 2519 ჯავშანმანქანა, 459 საარტილერიო სისტემა, 152 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 80 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 194 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1824 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 271 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 38 სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიაბოტკოველი – დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება