ბოტკოველი – დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან ხელისუფლებისთვის წაყენებულ ულტიმატუმზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ძალიან მალე „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ულტიმატუმს მიიღებს.

„დღეს ყველას, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვამოძრავებდეს და უნდა გვინდოდეს, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იმიტომ, რომ ეს იქნება ქვეყნის სირცხვილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელისუფლებას ქართველ ხალხთან და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არ მივცემთ ამის გაკეთების საშუალებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე „ქართული ოცნების“ კი არა, რუსული პარტია ქართველი ხალხის ულტიმატუმს მიიღებს. რასაც ჩადის ხელისუფლება, არ არის ბრძოლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გყავს ციხეში და ასე ექცევი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყების დღიდან 23 800 რუსი სამხედრო მოკლეს
შემდეგი სტატიამარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო