უკრაინელი ოფიციალური პირი – ხერსონის ოლქი გათავისუფლდება სექტემბრისთვის – შეიძლება ითქვას, თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის თანაშემწე სერგეი ხლანი პროგნოზირებს, რომ სექტემბრისთვის ხერსონის რეგიონს დაიბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ხერსონის ოლქი აუცილებლად გათავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩავარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ. შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ“, – განაცხადა სერგეი ხლანმა, უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი – საბერძნეთი განზრახ არღვევს ლოზანას სამშვიდობო ხელშეკრულების დებულებებს
შემდეგი სტატიაქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა