ქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – იმერეთის სამხარეო პოლიციის მიმდებარედ, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული ქალი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი ოფიციალური პირი – ხერსონის ოლქი გათავისუფლდება სექტემბრისთვის – შეიძლება ითქვას, თავდაცვიდან კონტრშეტევაზე გადავდივართ
შემდეგი სტატიაპირბადის სავალდებულოდ ტარება არ განიხილება – გამყრელიძე